სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერია, ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჯვარცხმის თემში მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ჯვარცხმაში მოსახლეობამ ხიდის რეაბილიტაცია და მილხიდის მოწყობა მიიჩნია პრიორიტეტად.
სოფელ ვაზიანში, გარე განათების ქსელის გაფართოება და ხიდის რეაბილიტაცია დაიგეგმა, ხოლო, სოფელ ინტაბუეთში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გადაწყდა.
სოფელ ჯვარცხმაში მოსახლეობამ ხიდის რეაბილიტაცია და მილხიდის მოწყობა მიიჩნია პრიორიტეტად
26/02/2019