ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხსიცში, მდინარე ხციულას წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, 30 დეკემბერს ადგილზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და ა(ა) იპ ხაშურსერვისის ხელმძღვანელი ნუკრი ცხოვრებაძე. მათი განმარტებით, სამუშაოები, რომლებსაც ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს, შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს და ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
სოფელ ხსიცში, მდინარე ხციულას წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
30/12/2019