უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხოშარაში ჩამოწოლილი მეწყერისაგან იწმინდება გზა, რომელზე გადაადგილებაც შაბათის გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დროებით შეზღუდული იყო. გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დილიდან დაიწყო და დღის ბოლომდე ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს ახადის, ვაკისოფლის, ელიაგზის და ჩალახევის მიმართულებით.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ჟინვალი“ ასრულებს.
სოფელ ხოშარაში დამეწყრილი გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
08/05/2019