დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში და ჭოეთის დასახლებაში, გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ჭოეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება – 1 442 995 ლარია, ხოლო სოფელ ხორნაბუჯში ჩოლოყაშვილის და დუმბაძის ქუჩების, ასევე, საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობა ჯამურად – 419 776 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფელ ხორნაბუჯში და ჭოეთის დასახლებაში, გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
12/04/2023