მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ გამგებლის მოადგილეებთან, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და შ.პ.ს.,,არქეოპოლისის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მეორე ჭოღაში საავტომობილო გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 639 745 ლარით,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 032 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი” ასრულებს . დასაქმებულია 20–ამდე ადგილობრივი მუშა–ხელი.
სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
04/08/2017