სოფელ ჭოღაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

01/06/2016

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიასთან და ბაღის მენეჯერ მადონა მიქავასთან ერთად, სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღეს, ჭოღას საბავშვო ბაღი გახსნა.
დათო გოგუამ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა პატარა აღსაზრდელებს. ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაესწრო საზეიმო ღონისძიებას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აღსაზრდელთა მშობლები, სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც გამგებელთან საუბარში აღნიშნეს, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. მათ მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღის მშენებლობისათვის.
მშენებლობაზე გახარჯულმა თანხამ 198 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები ინდ.მეწარმე დათო ადამიამ შეასრულა.
ჭოღას საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს აშენდა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.
2015 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღი აშენდა. წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0