სოფელ ჭეჭლაში მოწყობილი მინი სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა

10/11/2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სოფელ ჭეჭლაში მოწყობილი მინი სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოედანი იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყო ფეხბურთის კარი და კალათბურთის ფარი, დამონტაჟდა ლედ-განათებები.
სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილე შოთა როსტიაშვილთან, ადიგენის მერ გოჩა ქიმაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და რაგბის ბურთები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0