სოფელ წყალთბილაში საბავშვო ბაღის (მე-2 ეტაპის) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში შენობაში დარჩენილი სარემონტო ოთახები სრულიად რეაბილიტირდა. ასევე, შეიცვალა სახურავი და შემოიღობა ეზო.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 777 ლარით დაფინანსდა.
საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს და 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება.
სოფელ წყალთბილაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
16/08/2017