სოფელი წოფი მარნეულის მუნიციპალიტეტში სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარეობს. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კლდოვან ქედზე აღმართულია წოფის ციხე,ხოლო ციხიდან დასავლეთით ორ კილომეტრ მანძილზე მდებარეობს VI-VII სს-ის დარბაზული ეკლესია.
ტაძარი თავისი მინაშენებით ე.წ. ” უჯარმული ” წყობითაა ნაშენი.ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა.
2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად , სოფელ წოფის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა,რის შედეგადაც მოწესრიგდა ეკლესიამდე მისასვლელი სამანქანო გზა, მთლიანად მოიხსნა და გადაეწყო დაძრული საპირე ქვები,აღდგა ჩამონგრეული კედლები უხეშად დამუშავებული წოფის ქვით არსებული წყობის მიხედვით, მოხდა კამარის გადაყვანა კირ-დუღაბის ხსნარით, აღდგა კონქი, შეივსო ფასადების გამორეცხილი ადგილები კირის ხსნარით, მოეწყო იატაკი დაზერხილი ბაზალტის ფილებისაგან ძველი იატაკის დონეზე, მოეწყო ამბიონი და საკურთხევლის საფეხურის შუბლი მასიური ქვისგან,მოეწყო თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.
შემსრულებელი: შპს “ბიჯი +”
პროექტის ავტორი: დ.უგრეხელიძე