სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშილმა სოფელ ძველი ანაგის ორ უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება ეგრეთწოდებულ „ქედას“ სასაფლაოსთან მისასვლელ და “ფანიანის” სასაფლაოსთან დამაკავშირებელ გზას, რომელთა საერთო სიგრძე 807 მეტრია. აღნიშნული გზის მონაკვეთები უკიდურესად დაზიანებული იყო და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. სამუშაოებს შპს „გუმბათი“ ასრულებს. გზის რეაბილიტაცია სექტემბრის თვეში დასრულდება.
სოფელ ძველი ანაგის გზების რეაბილიტაცია.
22/08/2018