ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა. სკოლის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
ორსართულიანი სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე, რომელშიც 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორიაა. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. პროექტის სრული ღირებულება 1 257 000 ლარია.
ახალი სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. სამუშაოები შეასრულა კომპანიამ „ სტარ + “
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ განათლებაა და განათლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველი ნაბიჯი გადადგეს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ამ სოფელს ვუსურვებ მრავალი წარმატებული თაობა აღეზარდოს ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის,“-განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ.