სოფელ ჩორჩანის მოსახლეობის წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

26/11/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების და ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანის მოსახლეობის წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგზე მსმენელები იღებენ ინფორმაციას გენდერული სტერეოტიპების, გენდერის სოციალური კონსტრუქციის, გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ, ასევე ქალების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ სამუშაო ადგილებზე. ტრენინგი, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ტრენინგი 2019 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0