არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანაორგანიზებით, სოფელ ჩირდილში ახალგაზრდული ფესტივალი “ფეხონი” გაიმართა. ფესტივალის მიზანი ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის ტრადიციული კულტურისა და ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია გახლდათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ჩირდილის ჭალაში გამართულ საფესტივალო სივრცეში, შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობებსა და მასტერკლასებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის იყო:
ხეზე კვეთის, რეწვისა და ტრადიციული კერძების მომზადება; არტთერაპია;
საბავშვო კუთხეში ზღაპრების კითხვა ცოცხალი პერსონაჟებით და ა.შ;
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და
ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ”-ის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე აგრეთვე შედგა ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაციაც, ხოლო მუსიკალური გაფორმება ფოლკლორულმა ანსამბლმა “დები გოგოჭურები”.
უზრუნველყო.
ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ოჯახის წევრებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, მოწვეულ სტუმრებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სოფელ ჩირდილში ახალგაზრდული ფესტივალი “ფეხონი” გაიმართა
20/08/2022