ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუამთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. დღეიდან 80–მდე აღსაზრდელი კომფორტულ გარემოში ისწავლის. ასევე, დაწესებულება საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. სკოლამდელი დაწესებულება ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორდელაძემ დაათვალიერეს. შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 289 100 ლარით დაფინანსდა.
სოფელ შუამთაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
19/03/2019