ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის მერთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ შოლავერში სკოლის ახალი შენობა გახსნა. სკოლა შვეიცარული სტანდარტების მიხედვით აშენდა და დაწყებითი კლასების 25 მოსწავლეზეა გათვლილი.შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა და სპორტული ოთახი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.
სოფელ შოლავერში, ახალი სკოლა გაიხსნა
10/10/2018