სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება

03/11/2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი (350 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება წყლის ახალი მილები) და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა. განჯავის ქუჩას ცენტრალიზებული სისტემის არ არსებობის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არსებული პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ კვირაში დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0