ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დღეს საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი საზეიმო კონცერტით გაიხსნა.
ბანაკის გახსნის მაუწყებელი სიმბოლური ლენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ახალგაზრდებთან ერთად გაჭრეს. ახალგაზრდული ბანაკი ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო. მისი ორგანიზატორია დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება (ICSU). ბანაკი 12 დღის განმავლობაში, სამ ნაკადად უმასპინძლებს როგორც ხაშურელ, ისე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კონცერტები, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები. მიმდინარე წელს ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში სოფელ ქვიშხეთში 450-ზე მეტი ახალგაზრდა დაისვენებს.
სოფელ ქვიშხეთში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი საზეიმო კონცერტით გაიხსნა
16/08/2019