სოფელ ქვემო ხანდაკში ასფალტის დაგება დაიწყო

21/12/2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გზები და კეთილმოწყობა“-მ წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფლის მემორიალამდე მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული გზის სიგრძე 3170 გრძივ მეტრია და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 277 000 ლარით ფინანსდება. 2018 წელს I ეტაპზე დაიხარჯება 775 000 ლარი, ხოლო 2019 წელს II ეტაპზე 502 000 ლარი.
გზა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა – დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი იქნება. დაიხაზება ასფალტი და დაყენდება საგზაო ნიშნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0