სოფელ ქვემო სარალში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/08/2017

მარნეულის მუნიცპალიტეტში, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ამჟამად შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის მოწყობა, რომლის ფარგლებში სოფელი დაიქსელება 15 კმ-ის მოცულობის პოლიეთილენის მილებით. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაა 279 999 ლარი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გამოყოფილია 151 199 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 128 800 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. 2016 წელს მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ჭაბურღილი, 2017 წელს დაგეგმილი იყო შიდა ქსელის მოწყობა.
სამუშაოები დასრულდება მიმიდინარე წლის 20 ოქტომბერს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0