სოფელ ქარიატაში ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

25/10/2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან ერთად გაეცნო.
სკოლის არსებული სახურავი ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც: გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0