სოფელ ფოლადაურში სკაუტური ბანაკი ,,თავგადასავალი 2016″ ოფიციალურად გაიხსნა

29/07/2016

ფოლადაურის ხეობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. 28 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი სკაუტური ბანაკი გაიხსნა.ექვსასამდე ახალგაზრდა სკაუტი საჭირო უნარ-ჩვევებს ერთი კვირის მანძილზე შეისწავლის. ბანაკს „თავგადასავალი 2016“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის “რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების და ხელშეწყობის” ფარგლებში საქართველოს სკაუტური მოძრაობა ახორციელებს. რომლის მიზანია ახალგაზრდების ინტეგრაცია და განვითარება.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგებს, რომელიც ხელს შეუწყობს არაფორმალურ პირობებში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ლიდერის უნარ-ჩვევების და პიროვნული თვისებების განვითარებას. ბანაკში ქართველებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები არიან.
ბანაკი საზეიმოდ გაიხსნის ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამქეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. . ღონისძიებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმაც მიიღეს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ფოლადაურში საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ბანაკი 27 ივლისს დაიწყო და 2 აგვისტოს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0