ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმ. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საღვთო ლიტურღიას რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული საერო და სასულიერო პირები მათ შორის, სახლემწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში კახა სამხარაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და მხარის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საზეიმო წირვა–ლოცვის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით სადღესასწაულო კონცერტი მოეწყო, სადაც ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელოვანებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.
ადიგენელებს წმ.ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მერმა ზაქარია ენდელაძემ მიულოცეს.