სოფელ უდეში, კულტურის სახლის განახლებული დარბაზი გაიხსნა

14/02/2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, კულტურის სახლის განახლებული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. უდეს მოსახლეობას განახლებული დარბაზის გახსნა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იოსებ ალიბეგაშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცეს, სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი საჭიროებები მოისმინეს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0