სოფელ ტანძიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა ადგილობრივმა ინდმეწარმემ ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს ობიექტის მშენებლობა. გაერთიანდება ოთახები, შეიცვლება კარ-ფანჯარა და ელექტრო გაყვანილობა, მოხდება იატაკის ლამინირება.
„ძალიან სასიამოვნო ფაქტია, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მათ აქ სასიამოვნო, კომფორტული გარემო დახვდებათ. სასოფლო ბიბლიოთეკა ორმოცდაათი წელია არსებობს და პირველად ტარდება რემონტი“ – აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ტანძიაში იანა ბერიანმა.