სოფელ სნოში შიდა გზების რეაბილიტაცია სრულდება

18/05/2019

სოფელ სნოში შიდა გზების რეაბილიტაცია სრულდება, მიმდინარეობს ხიდებისა და წყალმომარაგების სისტემის კეთილმოწყობა. მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდებისა და ნაპირსამაგრების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. დასკვნით ფაზაშია შიდა გზების რეაბილიტაცია სოფელ სნოში. პროექტის ღირებულება 497 782 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარეობს სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდისა და სოფელ სიონში, კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრების სამშენებლო სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სოფლების -სიონისა და გარბანის დამაკავშირებელ ხიდს. შალვა კერესელიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხურთისში მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა. პროექტის ფარგლებში სოფელში სათავე ნაგებობა, წყლისა და კანალიზაციის ქსელები მოეწყობა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად განხორციელდება: რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზებს, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, კეთილმოეწყობა ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0