სოფელ სნოში მიმდინარე შიდა გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები, მერიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, დაბა სტეფანწმინდის მუზეუმის დირექტორი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე პროექტს, შეხვდნენ როგორც მოსახლეობას ასევე კონტრაქტორ კომპანიას და საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლებს, განიხილეს არსებული გამოწვევები, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი სტატუსის, მდგომარეობისა და სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
სოფელ სნოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო, რომელიც გულისხმობს ამორტიზირებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
▪ პროექტის ღირებულება – 497 906 ლარი
▪ შემსრულებელი შ.პ.ს „გზები და კეთილმოწყობა“
სოფელ სნოში მიმდინარე შიდა გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
13/09/2018