სოფელ სვირში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნა

24/07/2017

სოფელ სვირში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ეკლესია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადგილობრივ მღდელმსახურებთან ერთად აკურთხა.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკური სტილის ეკლესიას ფუნდამენტი წელიწად ნახევრის წინ ჩაეყარა.
მისი მშენებლობა წარმოშობით სვირელმა ბიზნესმენმა უშანგი დალალიშვილმა სრულად დააფინანსა.
მანამდე სოფელში სალოცავი არ იყო, ამიერიდან კი ტაძარში წირვა-ლოცვას მღვდელი მამა ნიკოლოზ აბრამაშვილი აღავლენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0