გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისa და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი. რწმუნებულის თქმით დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს. ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელებს საშიშროება არ არის. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.
სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოები დილიდან უწყვეტად გრძელდება
23/08/2019