სოფელ საქარიქედში სკვერი მოეწყო

12/10/2017

სოფელ საქარიქედში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელის ხათუნა მანჯავიძის ინიციატივით, თვინებური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სკამები და საქანელა.
სკვერის გახსნას „ქალთა ფონდის” მონიტორინგის ხელმძღვანელი ია ქაჯაია, გამგებლის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხიკვაძე, საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლები მაია მაღრაძე, რუსუდან გურგენიძე და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0