სოფელ საკირეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში კი მისი ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი საკირის ტყეში გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა, რის შემდეგ უმოკლეს დროში მოხდა ადგილობრივი და რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურების მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ. სპეციალისტების თქმით, ხანძრის ჩაქრობას დღის ბოლომდე შეძლებენ. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარცია, მოადგილე ბუბა ბერიძე და სამთავრობო უწყების პირველი პირები.
სოფელ საკირეში ხანძარი ლოკალიზებულია
01/05/2018