სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ სავანეში გზების რეაბილიტაცია გრძელდება! შიდა საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარი დაიგო კომლაძეების, ღონღაძეების, ალავიძეების უბანში. ხოლო გზების დაგება მიმდინარეობს ზეინკლიშვილებისა და გაფრინდაშვილების უბანში. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროცესი ღამითაც მიმდინარეობს, რათა მოსახლეობამ აღნიშნული გზებით მოკლე დროში ისარგებლოს.
აღნიშნული გზების დაგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ. მეწარმე უჩა ხითარიშვილი 39137 ლარად ასრულებს.