სოფელ რაჭისუბანში განმეორებითი თერმოსკრინინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

18/05/2020

სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის მოხსნისთვის წინასმოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მედიკოსები სოფელში თერმოსკრინინგის მესამე ეტაპს ახორციელებენ. თერმოსკრინინგის დროს საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მედიკოსები მოქალაქეებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დროულად დაიწყებენ. სოფელი რაჭისუბანი და ქალაქი ბოლნისი 16 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა, ყველა პაციენტი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია. რაჭისუბანში COVID-19-ის შემთხვევა ბოლოს 21 აპრილს დაფიქსირდა. თერმოსკრინინგის შედეგებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, სოფელ რაჭისუბნის გახსნა უახლოეს 2 დღეში იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 150 მოქალაქეს დაუდასტურდა. 59 პირი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 85, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0