დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა. აღნიშნული სკოლების გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლას. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სოფელ პირმისაანთკარის და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
03/09/2020