მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ ქესალოში შიდა სასოფლო გზების მოასფალტების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, რის შემდგომაც დაიწყება მოასფალტების სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია 1 349 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 228 694 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 123 495 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 105 199 ლარი.
დასაქმდა 17 ადამიანი.
სოფელ პირველ ქესალოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04/10/2017