სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა

01/03/2019

სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა, საჩხერის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ივანაშვილმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად. ასევე, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და მათ პროდუქტები ჩაუტანეს.

“ჩვენი ეგიდით და საზოგადოების ჩართულობით იმერეთში არაერთი ჰუმანიტარული აქცია გვაქვს განხორციელებული. მათ შორის ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში, პერიოდულად ვმართავთ სამედიცინო და სოციალურ აქციებს. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. მართალია ეს მცირედია, თუმცა ყურადღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის სასიამოვნო. დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არიან გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, გაინაწილონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს“–შავლეგო ტაბატაძე.

აქციის ფარგლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0