სოფელ ოძისში, ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

20/06/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის „სასპორტო გაერთიანების“ ორგანიზებით, მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტურნირი მეექვსე წელია ტრადიციულად იმართება აღნიშნულ სოფელში და მასში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდებთან ერთად არაადგილობრივებიც მონაწილეობენ. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობდა 100-მდე მოსწავლე, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ: დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, კასპის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან. გამარჯვებულებს ა(ა)იპ დუშეთის „სასპორტო გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ ლევან შერმადინმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა სიგელები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0