სოფელ ოძისში კორონავირუსზე ტესტირების ჯიხური დაიდგა

Tuesday August 17th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში კორონავირუსზე ტესტირების ე.წ. ჯიხური დაიდგა. ადგილზე მოსაწესრიგებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები უფასო სწრაფ ტესტირებას კომფორტულ გარემოში შეუფერხებლად შეძლებენ. მათ მომსახურებას
“მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევენ.
ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო მხარის პირველი პირის მოადგილე გოჩა ქავთარაძე. მასთან ერთად სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი.
ცნობისათვის, სოფელ ოძისში ტესტირების ე.წ. ჯიხური მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა” და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად განთავსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0