ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ოსიაურის სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. პროექტის ფარგლებში 52 514 ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლების გალესვა-გათეთრება, პარალელურად იცვლება იატაკიც. სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
სოფელ ოსიაურში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19/07/2019