სოფელ ორთაბათუმის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

28/06/2017

სოფელ ორთაბათუმის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა . მონიტორინგის მიზნით ადგილზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად შეამოწმა.
სამუშაებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანიონი“ ასრულებს, სადაც დასაქმებულია ადგილობრივები. შენობა ორ სართულიანი თანამედრო სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. პროექტის ღირებულება: 817 000 ლარი.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0