დღეს, სოფელ ნორიოს ცენტრში საძირკველი ჩაეყარა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ჭყონდიდელი მეტროპოლიტი მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით წირვა ლოცვა აღავლინა მამა ტარიელმა (ჭანტურია).
მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა სოფლის მოსალეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო.
ტაძრის საძირკვლის ჩაყრის კურთხევას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და საკრებულოს სავჯმდომარის მოადგილე გელა ხოშტარია დაესწრო.
სოფელ ნორიოს ცენტრში საძირკველი ჩაეყარა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობას
30/06/2016