ქვემო ქართლის რეგიონში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია განაახლა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს. მუნიციპალური განვითრების ფონდი სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის, ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვახტანგ გაგუამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ გედეხაურმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად დაათვალიერეს.
სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია განახლდა
01/12/2022