ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთსა და წყალშავში საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მობეტონებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ორივე სოფელში დაგეგმილია 400 მეტრის შიდა საუბნო გზის მობეტონება.
ნიგოზეთსა და წყალშავში ჩასატარებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება 66 996 ლარს შეადგენს.
გზის მობეტონებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დრიმ ბილდინგ კომპანი“ შეასრულებს.
სოფელ ნიგოზეთსა და წყალშავში საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მობეტონებითი სამუშაოები მიმდინარეობს
20/07/2017