ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნეძიხში მიმდინარეობს წლების განმავლობაში პრობლემური, დამეწყრილი საავტომობილო გზის გაწმენდისა და მოხრეშვის სამუშაოები. 2018 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, წესრიგდება ხორხი-ნეძიხის დამაკავშირებელი გზა: ის უკვე ჩამოწოლილი ქვაღორღისგან გაიწმინდა, სპეცტექნიკით მოსწორდა, გზის პრობლემურ და ხევის წყლისაგან დაუცველ მონაკვეთებზე ჩაიდო ერთი მეტრი დიამეტრის მქონე ბეტონის მილები და 15 მაისის მდგომარეობით, მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაკების პროცესი. ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ვაჟა ჩიხაშვილის განცხადებით, აღნიშნული გზის მოწესრიგებით მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მოეხსნება. სამუშაოებს შპს “ჟინვალი” ასრულებს.
სოფელ ნეძიხში, დამეწყრილი გზის გაწმენდისა და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს
16/05/2019