სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

21/11/2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი ქ. თბილისიდან იწყება და სოფ. ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის. ნაფეტვრებთან მისასვლელი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. პრობლემის მოსაგვარებლად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4.6 კმ-იან გზას. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და განთავდა საგზაო ნიშნები. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ნაფეტვრების განვითარებას და ამ მიმართულებით მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0