სოფელ ნასაკირალში საჯარო სკოლა შენდება

12/05/2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.
სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. გურიის რეგიონში უკვე დასრულდა შრომის, გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების მშენებლობა, ჩხაკაურას სკოლაში კი სამუშაოები გრძელდება. სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0