სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება

09/09/2019

სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დღეს, 9 სექტემბერს, ადგილზე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა.
მათი განმარტებით, პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს. სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუუმჯობესდებათ. პროექტის ფარგლებში, 3 კილომეტრ ნახევრიანი ასფალტის საფარი დაიგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0