სოფელ მუხრანში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება

11/08/2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ადგილზე თანამედროვე სტანდარტებით სრულად აღჭურვილი შენობა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ადგილზე განთავსდება საჭიდაო დარბაზი, ასევე, ფიტნეს დარბაზი ტერასითა და მოსასვენებელი სივრცით. ამასთან, მოეწყობა გასახდელები და სველი წერტილები. ტერიტორიაზე დაპროექტებულია რეკრეაციული ზონებიც. მიმდინარე სამუშაოებს სოფელ მუხრანში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ. მათი განცხადებით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0