გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები. სამუშაოები ითვალისწინებს 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას, შემცირდება წყლის დანაკარგები. პროექტის განხორციელებას 1 078 401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.
სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
31/10/2019