სოფელ მიწობში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

19/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტად მიიჩნია.
სასმელი წყლის სისტემა ჯამში 20 000 ლარით ფინანსდება, აქედან 12 000 სახელმწიფო, ხოლო 8000 ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. დღეს, სოფელ მიწობში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტით 300-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0