სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა

Monday September 27th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საქვაბე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟდა გათბობის სისტემა. ამასთან, მაყურებლისათვის დაიდგა სკამები. შიდა სამშენებლო სამუშაოების პარალელურად კი, შემოიღობა სპორდარბაზის ეზო, რომელიც ბეტონის ფილებით მოპირკეთდა. აღსანიშნავია, რომ სპორტდარბაზი, რომელიც 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, უახლოეს პერიოდში შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებასაც უმასპინძლებს. მისაქციელის ახლადაშენებული სპორდარბაზი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ცნობისათვის, მისაქციელის სპორტდარბაზის მშენებლობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო თანხა 700 000 ლარამდეა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “მეტალ +“-მა შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0